მარკ კლატენბურგმა პრემიერლიგა დატოვა
ცნობილმა ინგლისელმა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა პრემიერლიგა დატოვა.
პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ 41 წლის მსაჯმა კონტრაქტი საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან გააფორმა.
მარკ კლატენბურგმა სამსაჯო კარიერა 1990 წელს, 18 წლის ასაკში დაიწყო. მან პრემიერლიგის შეხვედრა პირველად 2004 წელს განსაჯა. იგი 2006 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.
2016 წელს მარკ კლატენბურგმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა და ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი განსაჯა.