WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (322115) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“საბურთალომ” რუსულ “ორენბურგთან” ფრე გააგორა

თარიღი: თებერვალი 16, 2017

დღეს თურქეთის ქალაქ ბელეკში თბილისის “საბურთალომ” რუსული პრემიერ ლიგის გუნდ “ორენბურგთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა.

დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა 31-ე წუთზე რუსებმა შეძლეს. პირველი ტაიმის მიწურულს ქართველებს რამდენიმე რეალური მომენტი შეექმნათ. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ლუკა ლაკვეხელიანის დარტყმული, რომელიც მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, პირველი ტაიმი “ორენბურგმა” მოიგო.

მეორე ნახევარში “საბურთალო” კიდევ უფრო გააქტიურდა. საბოლოოდ, თბილისლებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრებება. მატჩის მიწურულს ფლანგიდან კარგად გაირჯა ნოდარ იაშვილი, რომლის ჩაწოდებულზე ლაშა შინდაგორიძე ურტყამდა, თუმცა მცველები ბურთს გადაეღობნენ და კუთხურზე მოიგერიეს. სწორედ ამ სტანდარტულს მოჰყვა გოლი – ვაგნერის გადაცემის შემდეგ, ამპლუით მცველმა გაგი მარგველაშვილმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა.

მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას “საბურთალო” 19 თებერვალს დანიის პირველი ლიგის “ვეილესთან” გამართავს.



მსგავსი სიახლეები