გაირკვა: “დილა” მესამე სპარინგ-მატჩს უკრაინულ კლუბთან გამართავს
გორის “დილა” წინასასეზონო სამზადისს თურქეთში გადის. გორელების შესახებ ინფორმაცია (შემადგენლობა და ამხანაგური შეხვედრების გუნდები და დროები), ახალი ხელმძღვანელობის სურვილიდან გამოდმინარე, არ საჯაროვდებოდა. თუმცა, ბოლო დღეებში ეს ყველაფერი მაინც გახდა ცნობილი.
“დილამ” პირველი ორი სპარინგ-მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა გორელებმა მოლდოვურ “მილსამთან” ჩაატარეს. ხოლო მეორე დაპირისპირება კი რუსული “როსტოვის” მეორე გუნდთან ჩაატარეს. ორივე მათგანი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
გაირკვა, რომ “დილა” მესამე თამაშში უკრაინის მეორე ლიგის გუნდს, “დნიპრო ჩერკასკის” დაუპირისპირდება. ეს თამაში 18 თებერვალს გაიმართება.