“ბეტისის” ფეხბურთელები “მალაგასთან” მატჩში არატრადიციული ფორმებით ითამაშებენ (ფოტო)
“რეალ ბეტისი” ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში განსხვავებული ფორმით ითამაშებს. ამ გადაწყვეტილების ავტორი კი მათი სპონსორი, Adidas გახლავთ.
როგორც იცით, აღნიშნული ტურის მატჩი, რომლის ეგიდითაც “ბეტისი” “მალაგას” ესტუმრება, 28 თებერვალს, ანდალუსიის დღეს უნდა გაიმართოს.
ამ მატჩში “ბეტისი” ისეთივე სტილის ფორმით ითამაშებს, როგორითაც შოტლანდიური “სელტიკი” თამაშობს – ანუ, ნაცვლად ჰორიზონტალური ზოლებისა, მაისურზე ვერტიკალური, მწვანე ზოლები იქნება გამოსახული.
საქმე ისაა, რომ კლუბმა ფორმის ტრადიციული დიზაინი 1912 წელს, დაარსებიდან 5 წლის შემდეგ შექმნა, როდესაც მანუელ რამოს ასენსიო, კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი გლაზგოდან შინ დაბრუნდა და დამსწრე საზოგადოებას ახალი დიზაინი წარუდგინა.