სქოულზი: “იბრაჰიმოვიჩი 30 წლის ფეხბურთელივით თამაშობს”
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 35 წლისაა და იგი ამ ასაკშიც კი ახერხებს გულშემატკივრების გაოცებას.
შვედ ფეხბურთელზე “მანჩესტერ იუანიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ისაუბრა.
“როცა ზლატანის ტრანსფერზე დაიწყო ლაპარაკი, ამ საკითხს ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა. არც მე ვიყავი ასი პროცენტით დარწმუნებული იმაში, რომ იბრაჰიმოვიჩი გაამართლებდა. თუმცა, ყველაფერს ვხედავთ. იგი ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია. “იბრა” ლიდერისთვის საჭირო კონდიციებს ინარჩუნებს. გგონია, რომ ის, მხოლოდ და მხოლოდ, 30 წლისაა.”
“ის სტილი, რომლითაც “იუნაიტედი” ახლა თამაშობს, ზლატანზე ზედგამოჭრილია. იგი დიდი ფეხბურთელია. მსოფლიოს დიდ კლუბებში გამოდიოდა და ყველგან დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები,” – განაცხადა ინგლისელმა.