კასილასი: “ბუფონი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა”
ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილასმა ასევე ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონზე ისაუბრა. ესპანელი სპორტსმენის განცხადებით, “იუვენტუსის” ფეხბურთელი ყველა დროის ერთ-ერი საუკეთესო კიპერია.
“იღბლიანი ვარ, რომ ჯიჯიზე სამი წლით გვიან დავიბადე. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა თამაში დავიწყე. ამ დროს ბუფონი უკვე თვრამეტის იყო. მქონდა საშუალება, რომ მის კვალს გავყოლოდი და მესწავლა ბევრი რამ, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.”
“როცა წამოვიზარდე, ჩვენ ერთნაირი კარიერა გვქონდა. ორივემ ბევრი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ ხშირად ვუპირისპირდებოდით ერთმანეთს.”
“ვფიქრობ, ჯიჯი იტალიის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. ამ ნაკრებს მსგავსი გოლკიპერი ისტორიაში არ ჰყოლია.”
“მას ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ. ჩვენი კონკურენცია ყოველთვის ჯანსაღი იყო. გვსიამოვნებდა ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. ბუფონს ძალიან დიდ პატივს ვცემ,” – აცხადებს იკერი.