მადრიდის “რეალმა” “ესპანიოლს” მორატასა და ბეილის გოლებით მოუგო (ვიდეო)
დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩები შედგა. საკუთარი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის “რეალმაც”, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ესპანიოლს” დაუპირისპირდა.
თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახნსა 33-ე წუთზე ალვარო მორატამ მოახერხა. მან ისკო ალარკონის ზუსტი გადაცემა გამოიყენა და დიეგო ლოპესის კარი თავური დარტყმით აიღო. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.
მეორე ნახევარში, 71-ე წუთზე პირველი გოლის ავტორის ნაცვლად, მატჩში გარეთ ბეილი ჩაერთო. უელსელს, ტრავმის გამო, 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. 83-ე წუთზე “ბლანკოსმა” კონტრ-შეტევა წამოიწყო. ისკო მარცხენა ფლანგზე დაიძრა და პასი, საბოლოოდ, სწორედ ბეილს გაუკეთა. ეს უკანასკნელი საჯარიმოში შეიჭრა და მეკარისგან მარცხენა კუთხეში გოლი გაიტანა. საბოლოოდ – 2:0.
ამ მატჩის შემდეგ “თეთრებს” 52 ქულა დაუგროვდათ და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ. რაც შეეხება “ესპანიოლს”, კატალონიური კლუბი 32 ქული მეცხრე პოზიციაზეა.
იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა