მარიო ბალოტელი მიმდინარე სეზონში მოედნიდან მესამედ გააძევეს (ვიდეო)
18 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ლორიენმა” საკუთარ მოედანზე “ნიცა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
“ნიცას” ძირითად შემადგენლობაში იყო მარიო ბალოტელი. იტალიელმა თავდამსხმელმა 68-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო. “სუპერმარიო” ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ მსაჯს შეეკამათა, არბიტრმა კი მას მოედანი დაატოვებინა.
აღსანიშნავია, რომ ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი მესამედ მიიღო.