კიდევ რამდენი ხნით დარჩება ფეხბურთში არსენ ვენგერი?
ლონდონის “არსენალის” ფრანგმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა თავის მომავალზე საუბრისას ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გაიხსენა და გაგვანდო, რომ შეიძლება, ის ფეხბურთში 71 წლის იუბილეს შემდეგაც დარჩეს.
“ფერგიუსონს ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც ჰქონდა ფეხბურთის გარდა და ჩემზე უფროსიც იყო, როდესაც კარიერა დაასრულა. ის ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან კარიერა 71 წლის ასაკში დაასრულა, მე 67 წლის ვარ.
არ ვიცი დავრჩები თუ არა კიდევ ოთხი წლით. შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
არ მინდა ფერგიუსონს რამე წავართვა, ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ იმ დროისთვის, მას უკვე გაკეთებული ჰქონდა თავისი საქმე. ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა.”