რატომ შეჭამა უეინ შოუმ ღვეზელი “არსენალთან” მატჩის მიმდინარეობისას?
20 თებერვალს, ინგლისის ასოციაციის თასზე, ლონდონის “არსენალი” სტუმრად “სატონს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მასპინძელთა სათადარიგოთა შემადგენლობაში 45 წლის მეკარე, უეინ შოუ იყო, რომელიც 130 კილოგრამს იწონის. შეხვედრის 83-ე წუთზე კამერებმა დააფიქსირეს კადრი, სადაც ჩანს, რომ შოუ ღვეზელს მიირთმევს. ცხადია, ამ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფეხბურთის გულშემატკივრებმა კარგადაც იხალისეს.
თუმცა, როგორც რამდენიმე ბრიტანულ გამოცემაში დაიწერა, შესაძლოა, საქმე გარიგებასთან გვქონდეს. ტოტალიზატორ Sun Bets-ში უეინ შოუს მიერ ღვეზლის ჭამაზე ფსონის განთავსება იყო შესაძლებელი. არსებობს ვარაუდი, რომ მეკარემ მატჩის მიმდინარეობისას დანაყრება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
'Banter' staged by the Sun. Not sure it gets worse. pic.twitter.com/ffOohIMfjy
— Nooruddean (@BeardedGenius) February 20, 2017
Clearly a marketing stunt from The Sun (and a good one) but interested to hear whether this falls under bet fixing, technically illegal? pic.twitter.com/nmDuCWNNyc
— Catty (@CathalUK) February 20, 2017