სოლომონ კვირკველია: “ლოკომოტივში” გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია ყაზანის “რუბინიდან” კარიერას მოსკოვის “ლოკომოტივში” აგრძელებს. დღეს ქართველმა ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.
“ლოკომოტივი” ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარ მწვრთნელ იური სიომინთან საუბრისას გავიგე, როგორ ვიმუშავებთ, რა როლმში მხედავს. მწვრთნელის ნდობა მეტად მნიშვნელოვანია.
უახლოეს პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ. ვეცდები, რომ კოლექტივს მალევე შევეწყო. ამ სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. აქ “ლოკოს” წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ყოველთვის საზეიმო, საფეხბურთო ატმოსფერო იყო. საინტერესო იქნება აქ მასპინძლის ამპლუაში ყოფნა”, – ციტირებს კვირკველიას სიტყვებს “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებგვერდი.
საბა კვირკველია “ლოკომოტივში” 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.