ხვალ საქართველოს სუპერთასის მატჩი ჩატარდება
ხვალ საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართება. ტიტულისთვის ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი “სამტრედია” და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” შეეცილებიან.
არც “სამტრედიას” და არც “ტორპედოს” საქართველოს სუპერთასი აქამდე არ მოუგიათ. ქუთათურები ამ ტიტულის დასაკუთრებასთან ყველაზე ახლოს 1999 წელს იყვნენ, მაგრამ მაშინ თბილისის “დინამომ” იმარჯვა (1:0).
წინასამატჩო ვარჯიში ორივე გუნდმა საკუთარ სტადიონზე ჩაატარა. “სამტრედიაც” და “ტორპედოც” შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან.
საქართველოს სუპერთასის მატჩი მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას თბილისელი არბიტრი არსენ ნონიკაშვილი გაუძღვება, რომელსაც ლევან თოდრია, გიორგი ელიკაშვილი (ორივე თბილისი), დავით სანოძე (ხონი), შოთა ქუხილავა (სოხუმი) დაეხმარებიან. სათადარიგო მსაჯი ჯენერი ხორავა (ხობი) იქნება.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს “ტვ პირველი” შემოგთავაზებთ.