“სამტრედია” საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებულია!
დღეს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერ თასის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში ქუთაისლებმა გახსნეს. მე-17 წუთზე “ტორპედოს” ფეხბურთელმა, გიორგი გურულმა გაუტანა მიგინეიშვილს. ზუსტად 11 წუთში რაჟამაშვილმა გაათაბრა. პირველ ტაიმში სხვა აღარაფერი შეცვლილა.
მეორე ნახევარიც გარდამავლი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი უფრთხოდა გოლის გაშვებას და თან ნელ-ნელა აძლიერებდა აგრესიას. საბოლოოდ, გამარჯვების გოლი გია ცეცაძის დამოძღვრილმა სამტრედიელებმა გაიტანეს. ამის გაკეთება 58-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა შეძლო.
საგულისხმოა, რომ ბოლო წუთებში “ტორპედო” დიდი ძალებით გადავიდა წინ. ქუთაისლებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და ყვეალანაირად ცდილობდნენ ომარ მიგინეიშვილის კარის ბადის შერხევას. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 82-ე წუთზე თორნიკე კაპანაძეს ჰქონდა. 24 წლის თავდამსხმელი პირისპირ გავიდა მეკარესთან და მისგან მარცხენა კუთხეში დაბალი დარტყმით სცადა ანგარიშის გათანაბრება. თუმცა, ბურთი კარს სანტიმეტრებით ასცდა.
მატჩი იყო ერთი წითელი ბარათიც – გიორგი დათუანიშვილმა შეხვედრის ბოლოს მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
საბოლოოდ – 2-1 და “სამტრედიამ” 2017 წლის პირველი ტიტულის მოგება მოახერხა!