მესის გოლი, დადუმებული “კალდერონი” – “ბარსელონამ” “ატლეტიკო” დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა შედგა “ვისენტე კალდერონზე”, სადაც “ატელტიკომ” “ბარსელონა” მიიღო.
დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში გუნდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა. 64-ე წუთზე რაფინიამ აიღო იან ობლაკის კარი. 6 წუთში დიეგო გოდინმა თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.
მატჩის კულმინაცია 87-ე წუთზე შედგა. “ბარსას” სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, საჯარიმოში მდგომმა, მარჯვენა ფეხით დაარტყა კარში, ბურთი მცველს მოხვდა, ლეომ მარცხენა ფეხით დაამატა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
საბოლოოდ – 1-2 “ბლაგურნას” სასარგებლოდ.
ამ შეხვედრის შემდეგ “ბარსელონას” 54 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. თუმცა, მეორეადგილოსანმა “რეალმა” 52 ქულა მოიპოვა და კატალონიელებზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხებ “ატელტიკოს”, სიმეონეს შეგირდები 45 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.
იხილეთ ვიდეო