იბრაჰიმოვიჩი: “ზაფხულში მოურინიომ დამირეკა და მითხრა…”
ინგლისის ლიგის თასის ფინლაში გამარჯვების გოლის ავტორმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. შვედმა განაცხადა, რომ “მანჩესტერში” ბედნიერია და უკვე თავს ნამდვილ ბოსად გრძნობს.
“გასულ ზაფხულში “პსჟ”-სთან კონტრაქტი დამიმთავრდა და უნდა გადამეწყვიტა, სად წავსულიყავი. ჩემს ორ შვილს ინგლისში გადასვლა სურდათ. მე პრემიერ ლიგაზე არ ვფიქრობდი და სხვა ვარიანტებს განვიხილავდი. თუმცა, ერთ დღეს მოურინიომ დამირეკა და მითხრა: “უბრალოდ მითხარი, რომელ ნომრიანი მაისური გინდა გეცვას?” მე და ჟოზეს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. საბოლოოდ, აქ წამოსვლა გადავწყვიტე და სწორი ნაბიჯიც გადავდგი.”
“ახლა ჩემი ბაბვშვები გაოცებულები არიან იმით, რასაც ვაკეთებ. მე ნამდვილი ბოსი ვარ!”
“ხედავთ რა ხდება? გუნდში მოვედი და ინგლისის ლიგის თასი მოვიგეთ. ამის გარდა, გავიტანე ბევრი გოლი და კიდევ ერამდენიმე თვეა დარჩენილი. ესე იგი, იმას ვაკეთებ, რაც ბევრს არ სჯეროდა, რომ შევძლებდი.”
“თუმცა, აღფრთოვანება ჩემს ცხოვრებაში დროებითია და ყოველთვის მეტი მსურს. ეს ჩემი მენტალიტეტია! ეს ჩემი 32-ე ტიტულია და ეს ჩემი მეხუთე ქვეყანაა! მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში ვთამაშობდი. ყოველ წელს, უფრო და უფრო, დიდ წარმატებას ვაღწევ!” – განაცხადა “იბრამ”.