“ტიანცზინ ციუანცზიანის” მფლობელი: “ბევრ კოშტასნაირ ფეხბურთელს მოვიყვან”
ჩინური კლუბის, “ტიანცზინ ციუანცზიანის” მფლობელმა გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზაფხულში ეს გუნდი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.
“შეგვიძლია, რომ მიზანში ნებისმიერი ფეხბურთელი ამოვიღოთ. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მათ ჩვენთან გადმოსვლაზე უარი თქვეს.
გასულ წელსაც ვცადეთ პატოს გადაბირება, მაგრამ ის უარზე იყო – მაშინ ჯერ კიდევ მეორე დივიზიონში ვთამაშობდით, წელს კი, როდესაც დავწინაურდით, ის მოვიდა.
ასევე ვცადეთ დიეგო კოშტასა და სხვა ვარსკვლავების გადაბირებაც. ჯერ კიდევ გასარკვევია, ვისზე ვიმუშავებთ ივნისში. პირობას გაძლევთ, ჩვენი ახალწვეულები ისეთივე დონის ფეხბურთელები იქნებიან, როგორიც კოშტაა.
მოლაპარაკებებს ფალკაოსთანაც ვაწარმოებდით და ის ძალიან ახლოს იყო კონტრაქტის გაფორმებასთან. ტრანსფერი კანავარომ ჩაშალა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ის ჩვენი სტილის ფეხბურთელი არ იყო.”