მოურინიო: “გულშემატკივრები, იბრაჰიმოვიჩის დასარჩენად, ამასაც კი გააკეთებენ”
ინგლისის ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერ უნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო ტიტული. შეხვედრის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოუწინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი შეგირდი შეაქო.
“ზლატანის როლი ჩვენს წარმატებაში განუსაზღვრელია. ამას კარგად ხვდებიან გუნდის გულშემატკივრები. თუ საჭირო იქნება, სატრანსფერო ფანჯრის დროს, ისინი “იბრას” სახლთან მივლენ, მთელი ღამე იქ დაბანაკდებიან და ამით სთხოვენ მას კლუბში დარჩენას.”
“ზლატანს არასდროს ვთხოვ ასეთ რამეს, თუმცა ფანები ნამდვილად გააკეთებენ ამას. ყველას გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს და გვჯერა, ასე მოიქცევა,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.