იურგენ კლოპი: “საქმე ძალიან სერიოზულადაა”
მერსესაიდის “ლივერპულს” არც ისე კარგი პერიოდი უდგას. გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო. კლოპის შეგირდები უკანაკსნელ მატჩში ტურნირის მე-15 ადგილოსან “ლესტერთან” დამარცხდნენ.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა “ლივერპულის” ბოლოდროინდელ წარუმატებელ ასპარეზობაზე ისაუბრა.
“საქმე უკვე ძალიან სერიოზულადაა. ყველა ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩვენი “ლივერპულული” მომავალი გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა, მეც მუდამ ამის მცდელობაში ვარ.”
“ყოველ დღე სხვისი განსჯის საგანი ვხდებით. გასნაკუთრებით კი, ეს მატჩების დღეებში ხდება. უდავოა, რომ ადამიანები თამაშებში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გვაფასებენ.”
“უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მთავარი მწვრთნელი ვარ. მუდამ ვიყენებ სიტყვას “ჩვენ” და არა “ისინი”, რადგან გუნდის ნაწილი ვარ და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მაკისრია,” – განაცხადა იურგენ კლოპმა.