UEFA GROW სამიტის პირველი დღე თბილისში

თარიღი: მარტი 1, 2017

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სამიტი, რომლის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდაა, სასტუმრო ბილტმორში მიმდინარეობს.

სამიტის პირველ დღეს მონაწილეებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ნიკა ჯღარკავას პრეზენტაცია მოისმინეს, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სტრატეგიას შეეხებოდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ნიკა ჯღარკავამ მსმენელებს მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხედვა გააცნო და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

დღესვე მსმენელებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიმართა. მან განვითარებისათვის სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით აუცილებლად მოხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. 

სამიტის პირველი დღე უეფას GROW პროგრამის ხელმძღვანელმა ნოელ მუნიმ შეაფასა: „ეს სამიტი უეფასთვის და ფეხბურთის ფედერაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხნის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთის მმართველი ორგანოების ხელმძღვანელები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ უმნიშვნელოვანეს საკითხზე სასაუბროდ – როგორ ჩავრთოთ მეტი ადამიანი ფეხბურთში, როგორ შევაყვაროთ მათ სპორტის ეს სახეობა. უამრავი საქმეა გასაკეთებელი, თუმცა ის სტრატეგია,  რომელიც დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმოადგინა ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გასაზრდელად, ნამდვილად შთამბეჭდავია. ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი მათ გუნდთან ერთად ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებენ ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ეს დიდი დღეა, რადგან ჩვენ დღეს ვეძებთ გზებს, რომელიც ფეხბურთის მასობრიობას გაზრდის და ვიმედოვნებ, რომ ამ ორი დღის შედეგად ფეხბურთი აღმოსავლეთ ევროპაში იქნება უფრო ძლიერი და უკეთესი,“- აღნიშნა მან.

დღესვე სამიტზე შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ირალნდიის ფეხებურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფეხბურთის მასობრიობის ზრდის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

ორდღიანი სამიტი, რომელიც უეფას ისტორიაში ამ ფორმატით პირველად ტარდება,  2 მარტს დასრულდება.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა