ხორხე სამპაოლი: “სევილიაში” ჩემი დარჩენა გუნდის მიზნებზეა დამოკიდებული”
ხორხე სამპაოლიმ ანდალუზიის “სევილია” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. უნდა ითქვას, რომ 56 წლის არგენტინელი სპეციალისტი ესპანურ გუნდს შესანიშნავად ხელმძღვანელობს. “სევილია” ამჟამად “ლა ლიგაში” მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან “ბარსელონას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
სამპაოლიმ მის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდში დარჩენა ანდალუზიელთა სამომავლო მიზნებზეა დამოკიდებული.
“ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის მიზნებსა და სტრუქტურაზეა დამოკიდებული.”
“სევილიამ” ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანის სიმპათია მოიპოვა. საჭიროა, რომ გუნდმა ეს დონე შეინარჩუნოს და ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს.”
“ვნახავთ, რა სურს გუნდის ხელმძღვანელობას; სამწვრთნელო შტაბთან ერთად რის მიღწევას შეეცდებიან.”
“აუცილებელია, რომ ყველამ დეტალურად ვიცოდეთ, რას გეგმავენ კლუბის მესვეურები. შემდეგ, თუ ჩავთვლით, რომ კონკრეტული რამის მიღწევა შეგვიძლია, სიამოვნებით დავრჩებით კლუბში.”
“ჯერჯერობით, ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა არ გვქონია. კლუბთან ხელშეკრულება მაკავშირებს და ჯერ ამ დროის მანძილზე შევეცდები, წარმატებას მივაღწიო,” – განაცხადა სამპაოლიმ.