მარსელო: “ბეილი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რას აკეთებს კონკრეტულ მომენტში”
გუშინ “ლა ლიგის” 25-ე ტურის შეხვედრაში “რეალმა” “ლას პალმასი” მიიღო და ფრე 3:3 ითამაშა. 47-ე წუთზე უელსელ შემტევს მეტოქე ფეხბურთელთან ინციდენტი მოუვიდა, რის შემდეგაც, არასპორტული საქციელის გამო, არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა “ბლანკოსის” მარცხენა მცველმა, მარსელომ.
“ბეილი საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ გააცნობეროს, რას აკეთებს კონკრეტულ მომენტში. რაც არ უნდა იყოს, ასეტი ფაქტები ფეხბურთში ხდება. მოდით, იმედი გამოვთქვათ, რომ აღნიშნული რამ მიმდინარე სეზონში აღარ განმეორდება.”
“თამაში ძალიან დაძაბულად წარიმართა და პირველი ტაიმის მღელვარების შემდეგ, ბეილის წითელი ბარათი ძალიან უარყოფითი მოვლენა იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გარეთი ამას მომავალში აღარ გაიმეორებს.”
“რაც შეეხებ ჩვენს მეტოქეს… უნდა ითქვას, რომ “ლას პალმასს” მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი ბურთის, რაც შეიძლება, დიდი ხნით კონტროლს და ამ გზით ჩვენზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ. გასახარია, რომ შეხვედრის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება შევძელით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია,” – განაცხადა მარსელომ.