საქართველოს თასის პირველი ეტაპი: მიმოხილვა
დღეს საქართველოს დავით ყიფიანი სახელობის თასის პირველი ეტაპის შეხვედრები გაიმართა.
ჩატარებული თორმეტი მატჩიდან უნდა გამოვყოთ ორი: „ვოიაჟი“ (თბილისი) – „რაჭა“ (ამბროლაური) და „ჰერეთი“ (ლაგოდეხი) – „თორი“ (ბორჯომი).
პირველ თამაშში, რაჭველებმა პირველი ნახევარი ანგარიშით, 2:0 მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევარში “ვოიაჟმა” სამი ბურთი გაიტანა და მატჩიც მოიგო.
რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გუნდებმა დამატებით ტაიმებშიც თითო-თითო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა. პენალტების სერია კი, ლაგოდეხელებმა უკეთესად შეასრულეს და მეტოქე 5:4 დაამარცხეს.
პირველი შესარჩევი ეტაპის სხვა მატჩების შედეგები:
35-ე სკოლა – თბილისი 2016 2:1
საბურთალო-2 – იბერია 2010 1:0
დინამო სოხუმი – საქართველოს უნივერსიტეტი 2:1
ლიახვი აჩაბეთი – სართი 6:1
ალაზანი – აბული 0:1
თბილისი სითი – მესხეთი 6:0
სამგურალი-2 – იმერეთი-2 4:1
მაჭახელა – ეგრისი 3:2
ლესიჭინე – დინამო ბათუმი-2 3:0
ოდიში 1919-2 – ზანა 0:4
თასის მეორე შესარჩევ ეტაპზე გასული 12 გუნდი 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის რეგიონული ლიგის რვა ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებზე გასულ 16 გუნდს და რანგით მესამე ლიგის 20 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპის მატჩები 6 მარტს გაიმართება. გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ვარკეთილი – ლიახვი ცხინვალი
გარეჯი – თბილისი სითი
კოლხი – ივერია
ცხუმი – გორი
ვიტ ჯორჯია-2 – ალგეთი
ქოჯაელი – საბურთალო-2
ვოიაჟი – გარდაბანი
რუსთავი-2 – ლოკომოტივი-2
თელავი – ჩხერიმელა
ჰერეთი – ნორჩი დინამო
აბული – დინამო სოხუმი
მარკ სტარსი – ბორჯომი
ლიახვი აჩაბეთი – 35-ე სკოლა
არაგვი – შევარდენი 1906
ოდიში 1919 – იმერეთი
ზანა – სამეგრელო
სამგურალი-2 – სულორი
მერცხალი – მარგვეთი 2006
მაჭახელა – ბეთლემი
ტორპედო-2 – ჭიათურა
სალხინო – საპოვნელა
საირმე – სქური
ლესიჭინე 2016 – ხიხანი
ბახმარო – კოლხეთი ხობი