ლოპეტეგი: “კარგად მესმის ლუის ენრიკესი”
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიის “ბარსელონას” მოამავალი სეზონიდან ლუის ენრიკე აღარ გაწვრთნის. ესპანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მთავარ მიზეზად კი დაღლილობა დაასახელა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგმა ნახსენებ ფაქტზე ისაუბრა.
“ლუის ენრიკესი კარგად მესმის. ლოგიკურია, რომ ის დიდ ზეწოლას გრძნობს და დაიღალა. როცა შენ “ბარსელონას” მწვრთნელი ხარ, განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა და სირთულე გაქვს.”
“იგი ჩემი მეგობარია. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, ეს თემა არასდროს განგვიხილია. ეს პირადულია და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.”
“მან “ბარსელონას” შემადგენლობაში სამ წელში ბევრი ტიტული მოიგო და ნამდვილად დაამტკიცა, რომ მსოფლიო კლასის მწვრთნელია,” – განაცხადა “ფურია როხას” დამრიგებელმა.