Mediagol: მჭედლიძე “ემპოლის” ვერც “ჯენოასთან” მატჩში დაეხმარება
ლევან მჭედლიძემ დეკემბერში ტრავმა მოიშუშა და წარმატებული სერიაც დაიწყო. მან ბოლო შვიდ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ყველა მატჩში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.
მჭედლიძემ “ტორინოსთან” დაპირისპირებაში ზურგის ტრავმა მიიღო და “ინტერის”, “ლაციოსა” და “იუვენტუსის” წინააღმდეგ შეხვედები გამოტოვა.
იტალიური წყარო, Mediagol-ი იტყობინება, რომ ლევანი თერაპიული კურსის დასრულებას ჯერ ვერ ახერხებს. იგი მკურნალობის გამო გუნდთან ერთადაც კი ვერ ვარჯიშობს. ექიმების რჩევით, 26 წლის ფეხბურთელი ნახსნები კურსის ბოლომდე გავლას და მოედანზე შემდეგ დაბრუნებას აპირებს. აქედან გამომდინარე, ქართველი ლეგიონერი სერია ა-ს 27-ე ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელსაც იტალიური გუნდი “ჯენოას” წინააღმდეგ ხუთ მარტს, 18:00 საათზე გამართავს.
დიდი ალბათობით, “მჭედლოს” 12 მარტს, “კიევოსთან” შეხვედრაში უნდა ველოდოთ.