ვენგერი: “ბარსელონა”? სხვა სამსახურს არ ვეძებ”
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიის “ბარსელონას” მომავალი სეზონიდან ლუის ენრიკე აღარ გაწვრთნის. რა თქმა უნდა, მყისიერად დაიწყო საუბარი ესპანელი სპეციალისტის შემცვლელებზე. ითქვა ხორხე სამპაოლის, ეუსებიოს და სხვა სპეციალისტების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი არსენ ვენგერია, რომელსაც ზაფხულში ლონდონის “არსენალიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ.
ამის შესახებ თავად ფრანგმა ისაუბრა.
“არა, არავითარი “ბარსელონა”. არ ვიცი, რას ფიქრობს ხელმძღვანელობა, თუმცა ჩემი სურვილი და მიზანი მუდამ “არსენალის” მწვრთნელობა იქნება. ეს ასეა და მომავალშიც არ შევიცვლი აზრს.”
” სხვა კლუბებში არ ვეძებ ახალ სამსახურს. არც სხვა ადამიანების შეცვლა მინდა. უბრალოდ, მსურს, ჩემი თავი, როგორც პროფესიონალი, განვავითარო და “არსენალმა” პროგრესი არ შეწყვიტოს.”
“ნამდვილი მწვრთნელი სწორედ ასე უნდა იყოს. საკუთარი საქმისა და კლუბის გარდა, არაფერი უნდა ადარდებდეს,” – განაცხადა ვენგერმა.