ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები პროცენტულად
უეფას სპეციალისტებმა სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მოასპარეზე გუნდთა მომდევნო რაუნდზე გასვლის შანსები პროცენტულად შეაფასეს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლის შანსები პროცენტულად ასე ნაწილდება:
7 მარტი:
“ნაპოლი” (22,8%) – “რეალი” (77,2%) (პირველი მატჩი 1:3)
“არსენალი” (1,2%) – “ბაიერნი” (98,8%) (პირველი მატჩი 1:5)
8 მარტი:
“დორტმუნდი” (40,6%) – “ბენფიკა” (59,4%) (პირველი მატჩი 0:1)
“ბარსელონა” (0%) – “პარი სენ-ჟერმენი” (100%) (პირველი მატჩი 0:4)
14 მარტი:
“იუვენტუსი” (97,3%) – “პორტუ” (2,7%) (პირველი მატჩი 2:0)
“ლესტერ სიტი” (48,9%) – “სევილია” (51,1%) (პირველი მატჩი 1:2)
15 მარტი:
“ატლეტიკო” (96,6%) – “ლევერკუზენი” (3,4%) (პირველი მატჩი 4:2)
“მონაკო” (40%) – “მანჩესტერ სიტი” (60%) (პირველი მატჩი 3:5)