ეროვნული ლიგა: თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მორიგი მატჩები გაიმართა. თავისის შეხვედრა ჩაატარა თბილისის “დინამომ, რომელიც ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა.
თამაში დედაქალაქელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 26-ე წუთზე თავური დარტყმით ბაჩანა არაბულმა მოახერხა.
მატჩში გოლი აღარ გასულა. საბოლოოდ, “დინამომ” მინიმალური სხვაობით მოიგო.
შემადგენლობები
“დინამო”: სერგი ლიტოვჩენკო, ბოგდან მიშენკო, ლაშა თოთაძე, ბაქარ ქარდავა, ბაჩანა არაბული (ოთარ კვერნაძე 94 + 4წთ), ბექა მიქელთაძე, გიორგი პაპუნაშვილი (C) ( გიორგი კუცია 82 წთ), ოთარ კიტეიშვილი (გიორგი ჩაკვეტაძე 75 წთ.), ლაშა სალუქვაძე, გიორგი ზარია, გიორგი გველესიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
“კოლხეთი”: გაბრიელ თებიძე, გიორგი კილასონია (C), შოთა კერძევაძე (თამაზ შალიკაშვილი 80 წთ.), ცოტნე ქებურია, არფონგ დაფი (გიორგი ბუხაიძე 70 წთ.), ერიკ ოტიენო, გიორგი ჯანელიძე, თამაზ ჯიშკარიანი, მიკოლა კოვტალიუკი, ავთო ენდელაძე (გურამ ლუკავა 46 წთ.), ვარლამ კილასონია.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.
გოლები: არაბული (26 წთ.)
გაფრთხილებები: მიშენკო (61 წთ.), გველესიანი (65 წთ.), თოთაძე (66 წთ.), ზარია (76 წთ.) – კილასონია (37 წთ.), ჟიშკარიანი (59 წთ.).
წითელი ბარათი: არ იყო.