ნიკა ჭანტურია: “მოვიგეთ, თუმცა თამაშის ხარისხი გამოსასწორებელია”
დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში “ლოკომოტივმა” ბათუმის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ თბილისელთა ფეხბურთელს, ნიკა ჭანტურიას დავუკავშირდით და მას თამაშის შეფასება ვთხოვეთ.
“სასურველ შედეგს მივაღწიეთ. სამი ქულა გვსურდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში მოვიპოვეთ. ისე კი, პირველი ტური ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, ბათუმის “დინამო” საკმაოდ ძლიერი გუნდია.”
“ვთვლი, რომ ჩვენ საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ. თუმცა, თამაშის ხარისხი კიდევ უფროა გამოსასწორებელია.”
“მიმდინარე სეზონში “ლოკომოტივის” პროგრამა მინიმუმი სამეულში მოხვედრა იქნება. დანარჩენი თანდათან გამოჩნდება. ჯერ ამაზე დეტალურად საუბარი ადრეა,” – განაცხადა ჭანტურიამ.