სინამდვილეში ვის რა ანიშნა მესიმ “სელტასთან” მატჩში ნაჩვენები ჟესტით
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში “ბარსელონასა” და ვიგოს “სელტას” შორის გამართულ მატჩში (5:0) გატანილი გოლი ლიონელ მესიმ ორიგინალურად აღნიშნა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ჟესტიკულაციით ტელეფონი ანიშნა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოებამ იმის მარჩიელობა დაიწყო, თუ ვის რა ანიშნა კატალონიური გუნდის ლიდერმა.
ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მესიმ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ჟესტი საკუთარ ნათესავს უჩვენა, რომელიც მთელი დღე ურეკავდა, მაგრამ არგენტინელი შეხვედრისთვის ემზადებოდა და სატელეფონო საუბრისთვის არ ეცალა. ლეომ თქვა, რომ ჟესტიკულაციით ნათესავს ხელმეორედ დარეკვა სთხოვა, მაგრამ უცნაურია, თავად მესიმ რატომ ვერ მოიფიქრა მატჩის შემდეგ მასთან გადარეკვა.