სფფ-ში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა
7 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 კლუბის გარდა მესამე შესარჩევი ეტაპის მონაწილე გუნდებმაც მიიღეს. წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, დავით მუჯირთან ერთად საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, თამარ ტატუაშვილიც მონაწილეობდა.
წილისყრის შედეგად მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:
კოლხეთი 1913 – დინამო ბათუმი
ზუგდიდი – ცხინვალი
შევარდენი 1906 / ბეთლემი – საბურთალო
სამეგრელო / მარგვეთი 2006 – გურია
საპოვნელა / მარკ სტარსი – ტორპედო
ლესიჭინე 2016 / დინამო სოხუმი – ჩიხურა
ლოკომოტივი-2 / ალგეთი – დინამო თბილისი
ვიტ ჯორჯია – სამტრედია
სამგურალი-2 / კოლხი – დილა
გარეჯი / საბურთალო-2 – კოლხეთი ხობი / იმერეთი
გაგრა – მეშახტე
რუსთავი – მერანი
ლიახვი აჩაბეთი / სქური – სიონი
ვარკეთილი / ფკ გორი – შუქურა
გარდაბანი / ნორჩი დინამო – ლოკომოტივი
ჭიათურა / თელავი – სამგურალი
მერვედფინალისტები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან, მატჩები 15 მარტს გაიმართება და მათ პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ.
წყარო: Gff.Ge