“რეალმა” ნეაპოლშიც იმარჯვა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მადრიდის “რეალის” წყვილში გამარჯვებული “სამეფო კლუბი” გამოვიდა. ნეაპოლიტანური გუნდის ფეხბურთელებმა “სან პაოლოზე” გამართული საპასუხო მატჩი აქტიურად დაიწყეს, თამაშს მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში აკონტროლებდნენ და 24-ე წუთზე დრის მერტენსის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში “სამეფო კლუბისგან” სამი უპასუხო ბურთი მიიღეს: სერხიო რამოსმა წონასწორობა აღადგინა, შემდეგ მერტენსმა ავტოგოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო წერტილი კი ალვარო მორატამ დასვა — 1:3, ორი მატჩის ჯამში 2:6.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“ნაპოლი” — “რეალი” 1:3 (1:0)
გოლები: მერტენსი 25′ — სერხიო რამოსი 51′, მერტენსი 57′ (ა.გ.), მორატა 90+1′.