“ბაიერნმა” “არსენალი” არც ლონდონში დაინდო (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალისა” და მიუნხენის “ბაიერნის” წყვილში გერმანულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ბავარიელებმა ორივე შეხვედრაში ანგარიშით 5:1 იმარჯვეს და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს. “ემირეითსზე” ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გოლი მე-20 წუთზე თეო უოლკოტმა გაიტანა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ლორან კოსელნიმ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევისთვის წითელი ბარათი მიიღო, პენალტი კი ზუსტად რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. მოგვიანებით გოლები არიენ რობენმა და დუგლას კოსტამაც გაიტანეს, არტურო ვიდალმა კი დუბლი გაიფორმა — 1:5, ორი მატჩის ჯამში — 2:10.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“არსენალი” — “ბაიერნი” 1:5 (1:0)
გოლები: უოლკოტი 20′ — ლევანდოვსკი 55′ (პენ), რობენი 68′, დუგლას კოსტა 78′, ვიდალი 80′, 85′.
გაძევება: კოსელნი 54′.