არსენ ვენგერი “ბაიერნთან” განადგურების შემდეგ: “არსენალი” კარგ ფორმაშია”
მიუნხენის “ბაიერნთან” კიდევ ერთხელ განადგურების შემდეგ (10-2 საერთო ჯამში), ლონდონის “არსენალის” ფრანგმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა პრესასთან ისაუბრა.
“რა უნდა შეიცვალოს კლუბში? ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ?
ვფიქრობ, გუნდი მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ ამ მომენტში სიტუაცია ძალიან რთული იყო. ერთადერთი რაც უნდა შევცვალოთ მომდევნო მატჩის შედეგია.
აქ ფეხბურთზე სასაუბროდ ვარ და არა ჩემს მომავალზე. დღეს კი კარგად ვითამაშეთ.
უბრალოდ ძალიან რთულია 5-1-ის შემდეგ დაბრუნება, თანაც როდესაც 10 კაცით გიწევს თამაში. შეტევაში თუ წახვალ, კონტრ-იერიშებზე გამოგიჭერენ, თუ არა – ხალხი იტყვის, შეტევა მაინც ეცადათო. რთული სიტუაციაა, ” – აცხადებს ვენგერი.