მსაჯის ორი შეცდომა, რომელიც “ბარსელონას” გამარჯვებაში დაეხმარა
ოთხშაბათს, 8 მარტს გერმანელმა მსაჯმა, დენის აიტეკინმა კარიერის ურთულესი მატჩი ჩაატარა – გერმანელმა “ბარსელონასა” და “პარის სენ-ჟერმენს” შორის გამართული ისტორიული დაპირისპირება განსაჯა.
დენისი თავიდანვე დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა. პირველი ათი წუთის მანძილზე, ბურთი რამდენჯერმე შეეხო ხელზე მოთამაშეებს, თუმცა მან თამაშის წესების დარღვევა ვერ დაინახა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ნეიმარის წაქცევაში ტომას მუნიე დაადანაშაულა, რომელიც თვითონაც წაქცეული იყო – უნდა აღინიშნოს, რომ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ამაში დიდი წვლილი დამხმარე მსაჯს მიუძღვის. ნეიმარი შემდეგაც წაიქცა, თუმცა მსაჯმა ეს “არ ჭამა”.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გერმანელმა მთავარი შეცდომები ამის შემდეგ დაუშვა …
მაშინ, როდესაც ანგარიში 3:1 იყო, ანხელ დი მარიას ყველაფრის დამთავრების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა – ის ერთი ერთზე იყო გასული მეკარესთან, თუმცა მასკერანო მას უკინდან წამოეპარა და ჩაარტყა.
შედეგად, დი მარიამ მომენტი ხელიდან გაუშვა. მასკერანომ კი თავისი დანაშაული აღიარა: “დიახ, თამაშის წესები დავარღვიე, მაგრამ მატჩი ამის გამო არ მოგვიგია.”
იქნებ, ამის გამო მოიგეს:
90-ე წუთი, 5:1. “ბარსას” კიდევ ორი გოლი ესაჭიროება. მესი ბურთს საჯარიმოში აწოდებს სუარესის მისამართით, რომელსაც მარკინიოსი კისერზე ეხება. ურუგვაელი ძირს ეცემა, აიტეკინი კი თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
ის, რაც შემდეგში მოხდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით.