ტუხელი: “ბარსელონას” ბოლო გოლს გასახდელში ვუყურეთ”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიამ” ლისაბონის “ბენფიკას” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს დაპირისპირება პარალელურად მიმდინარე მატჩზე (“ბარსელონა” – “პსჟ”) რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა.
გერმანელთა დამრიგებელმა, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ მან და მისმა ფეხბურთელებმა კატალონიაში მიმდინარე შეხვედრის ბოლო წუთები “სიგნალ იდუნა პარკის” გასახდელში უყურეს.
“შეხვედრის შემდეგ ყველანი გახარებული შევედით გასახდელში. იქ მისვლამდე, მეგონა, რომ ანგარიში 4-1 იქნებოდა, თუმცა, გასაკვირად, ტაბლოზე 5:1 ეწერა და მატჩის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი.”
“ძალიან დიდი ყურადღებით ვუცქერდით ეკრანს. ყველას ერთი გრძნობა ჰქონდა: “ბარსა” აუცილებლად შეძლებდა კიდევ ერთი გოლის გატანას. რაც მოხდა, ეს გიჟობა იყო. გვეგონა, რომ ჩვენი გამარჯვება იქნებოდა ყველაზე ეფექტური ნიუსი, თუმცა ბარსელონაში დაფიქსირებულმა შედეგმა ყველაფერი გადაფარა,” – განაცხადა ტუხელმა.