ოფიციალურად: ჩაბი ალონსო კარიერას ასრულებს
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო კარიერას ასრულებს.
35 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე მან “არსენალთან” მოგებული ორრაუნდიან დაპირისპირებაში 180 წუთი ითამაშა და გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლაშიც დაეხმარა.
Lived it. Loved it.
Farewell beautiful game. pic.twitter.com/1aSN7GGNzZ
— Xabi Alonso (@XabiAlonso) March 9, 2017
ალონსოს კარიერა “რეალ სოსიედადში” 1999 წელს დაიწყო. ის ესპანეთში მანამ თამაშობდა, სანამ “ლივერპულმა” არ გადაიბირა და “ენფილდზე” ვარსკვლავად არ აქცია. “წითლების” რიგებში მან პირველივე სეზონში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, შემდეგში კი სამი სხვა ტიტულიც დაამატა.
2009 წელს კი ის მადრიდის “რეალში” გადავიდა 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული 5 წლის განმავლობაში მან 5 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც.
“რეალის” შემდეგ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი “ბაიერნში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა.
ახლა კი, ის ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდებასა და ფეხბურთიდან წასვლას აპირებს.