დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპის შეხვედრების ნაწილი გაიმართა
10 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა. მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდები დაძაბული და საინტერესო მატჩებით გამოვლინდნენ. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი „გარდაბანსა“ და თბილისის „ნორჩი დინამოს“ შორის გაიმართა, საბოლოოდ შეხვედრა თბილისური კლუბის გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევი ეტაპის დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა:
სამეგრელო – მარგვეთი 2006 2:0
გარეჯი – საბურთალო-2 4:0
ლესიჭინე 2016 – დინამო სოხუმი 1:0 დ.დ. (1:0)
ვარკეთილი – გორი 1:2 დ.დ. (0:1)
საპოვნელა – მარკ სტარსი 1:0
გარდაბანი – ნორჩი დინამო 3:4
ლოკომოტივი-2 – ალგეთი 2:3 დ.დ. (2:2)
ლიახვი აჩაბეთი – სქური 0:1
ჭიათურა – თელავი 2:0
კოლხეთი ხობი – იმერეთი 0:1
საქართველოს თასის მესამე შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. თბილისის „შევარდენი 1906“ ქედის „ბეთლემს“ უმასპინძლებს, წყალტუბოს „სამგურალი-2“ კი, გულრიფშის „კოლხს“.
წყარო: Gff.Ge