WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (324248) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (14,15,16,17,18,19,21,22) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

კასილასის პირადი რეკორდი

თარიღი: მარტი 12, 2017

პორტუგალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში “პორტუმ” გასვლაზე” “აროკა” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. სტუმართა კარს მთელი შეხვედრის განმავლობაში იკერ კასილასი იცავდა, რომელმაც პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ესპანელმა მეკარემ მიმდინარე სეზონის 16 მატჩში შეინახა კარი მშრალად, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. კასილასმა მადრიდის “რეალის” რიგებში 2004-2005, 2006-2007 და 2009-2010 წლების სეზონში გაშვებული გოლის გარეშე 15 შეხვედრა ჩაატარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იკერ კასილასმა პორტუგალიის ჩემპიონატში გოლი უკანასკნელად 4 თებერვალს “სპორტინგისგან” მიიღო. მას შემდეგ ესპანელმა კიპერმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე შემთხვევაში საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან დაიცვა.



მსგავსი სიახლეები