უეინ შოუმ ახალი სამსახური მოძებნა (ფოტო)
გემახსოვრებათ “სატონ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე უეინ შოუ, იანვარში ლონდონის “არსენალთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ღვეზელი რომ მიირთვა, რაზეც, როგორც მეორე დღეს გაირკვა, ფსონები კეთდებოდა. ამის გამო შოუ გუნდიდან გაუშვეს, მაგრამ 45 წლის ინგლისელმა ახალი სამსახური მალევე მოძებნა და თავისთვის, ალბათ, უფრო შესაფერისიც.
უეინ შოუმ ფეხბურთიდან კვების ბიზნესში გადაინაცვლა და ღვეზელის გამყიდველის როლი მოირგო. ინგლისელისთვის სამუშაო პირობა ორმაგად მომგებიანია: ერთ ღვეზელს ყიდის, მეორეს თავად მიირთმევს. როგორც ჩანს, სწორედ ჭამისთვის არის ეს კაცი მოვლენილი ამქვეყნად.