ვლაიკუ: “შარშან საქართველოსთან სამარცხვინოდ დავმარცხდით, ახლა რაღაც უნდა შეიცვალოს”
რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მექულემ, ფლორინ ვლაიკუმ საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
რუმინეთმა “რაგბი ევროპის” გასულ ტურში ბელგია სტუმრად, ანგარიშით 33:17 დაამარცხა.
“ბელგიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოსთან მატჩისათვის პოზიტიური განწყობით ვემზადებით. საქართველოს ნაკრებისთვის დიდი ხანია არ მოგვიგია. იმედი გვაქვს, კვირას წარმატებას მივაღწევთ, რასაც ბევრი ელის.
მეტოქესთან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს, ამიტომ მოგება გვსურს. გასულ წელს, მათთან სამარცვინოდ დავმარცხდით, ახლა კი დროა, რაღაც შეიცვალოს. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და თუ მატჩისათვის კარგად მოვემზადებით, ვფიქრობ, მშვენიერი სურპრიზის გაკეთება შეგვიძლია. ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენ შანსი არ გვაქვს, თუმცა საკუთარ ძალებში უნდა ვირწმუნოთ”, – ციტირებს ვლაიკუს სიტყვებს agerpres.ro.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და რუმინეთი ერთმანეთს 19 მარტს ბუქარესტში დაუპირისპირდებიან.
საქართველო 38:9 რუმინეთი
(2016 წელი)