დიმიტრი ობოლაძე ტელეკომპანია “იმედში” იმუშავებს
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკვე ყოფილი ჟურნალისტი, დიმიტრი ობოლაძე “იმედში” იმუშავებს.
ობოლაძე Imedinews.Ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სამსახურის შეცვლაზე გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღო: “გარდა იმისა, რომ “იმედმა” უკეთესი სამუშაო პირობები შემომთავაზა, “რუსთავი 2-ში” 21 წელი ვიმუშავე, რაც ჩემთვის, რა თქმა უნდა, საამაყოა, თუმცა, ერთ ადგილზე სამუშაოდ დიდი დროა.”
ცნობილი გახდა პოზიცია, რომელსაც ჟურნალისტი ახალ ტელევიზიაში დაიკავებს: იგი სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი იქნება.