კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში კვლავ არ გამოიძახეს
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა უახლოეს მომავალში საკუთარი ნაკრების დახმარებას კვლავ ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ მატიე ვალბუენას საქმეზე ატეხილი სკანდალის გამო, ფრანგმა ფორვარდმა ევრო-2016-იც გამოტოვა და საკმაოდ დიდია იმის შანსიც, რომ მომავალი წლის მუნდიალზეც ვერ ითამაშოს.
Téléfoot-ის ცნობით, ფრანგთა ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა ბენზემა მარტის თვეში გასამართი მატჩებისთვის შედგენილი განაცხადის მიღმა დატოვა. მის ნაცვლად კი, ნაკრებში ახალგაზრდა მბაპე მოხვდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთი 25 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, 28 მარტს – ესპანეთს.