პაველ ნედვედმა “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის გასამართ დაპირისპირებებზე ისაუბრა
“იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა “ბებერ ქალბატონსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ მატჩებზე ისაუბრა.
“ნამდვილად შესანიშნავი, მომაჯადოებელი წყვილია. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გუნდები არიან და ყველაფერს გააკეთებენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
ვფიქრობ, “იუვემ” მას შემდეგ (2015 წლის ფინალი) დიდი პროგრესი განიცადა. მჯერა, რომ ამ გუნდს “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ყველანაირი შიშის გარეშე შეუძლია.
არამგონია სახლში, ან გასვლაზე თამაშის უპირატესობას ასეთი დონის გუნდების დაპირისპირებებში რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. წინ 180 წუთია და ამ დროის მანძილზე ჩვენი საუკეთესო მხარე უნდა წარმოვაჩინოთ,” – აცხადებს ნედვედი.