ჩეზარე პრანდელი: “ლესტერს” უარი იმის გამო ვუთხარი, რაც მათ რანიერის გაუკეთეს”
ჩეზარე პრანდელი აღიარებს, რომ ბრიტანული “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა მას მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.
“მათი მხრიდან რაღაც მცდელობა ნამდვილად იყო, მაგრამ მე უარი განვაცხადე, მაშინვე, წამითაც კი არ მიფიქრია. შეუძლებელია ასეთ ადგილას წახვიდე მას შემდეგ, რაც მათ რანიერის გაუკეთეს. იქ ვერ წახვალ. წერტილი.
საფეხბურთო მენეჯმენტი წარმოუდგენლად რთული რამ არის, მაგრამ ამავდროულად მშვენიერიც. ბოლო დროს, მწვრთნელებსა, ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს შორის არსებულ ურთიერთობებში რაღაცები შეიცვალა.
რანიერიმ წარმოუდგენელი რამ შეძლო, ის, რისი გამეორებაც შეუძლებელია. თუმცა, შემდეგ ის რამდენიმე თვეში უბრალოდ მოიშორეს, რაც ჩემთვის მიუღებელია.
მწვრთნელს თავისი საქმის კეთება უნდა აცადო. მწვრთნელი მწვრთნელი უნდა იყოს, ” – აცხადებს პრანდელი.