ვლადიმერ ვაისი: “ორ სქემაზე ვმუშაობთ: ხვალ გადავწყვეტთ, რომელი გამოვიყენოთ”
ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სერბეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.
მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.
“განწყობა კარგია, მიუხედავად დანაკლისისა. არ გვყავს ოქრიაშვილი, მჭედლიძე, დაუშვილი. ჩვენ რამდენიმე სქემაზე ვმუშაობთ და ხვალ გადავწყვეტთ, თუ რომელი სქემით ვითამაშებთ.”
“ორივე ფეხბურთელს ვიცნობ. ჯერ ფარცვანიას მოქალაქეობა არ მიუღია. როცა ის პასპორტს აიღებს, შემდეგ გადავწყვეტ, გამოვიძახო თუ არა იგი. რაც შეეხება მერებაშვილს, ვიცი მისი კარგი ფორმის შესახებ. თუმცა, მის გამოძახებას, ისინი ვამჯობინე, რომლებსაც აქამდე უთამაშიათ ნაკრებში. ექსპერიმენტებს თავი ავარიდე.”
“ტრავმების შემდეგ ორი გამოცდილი ფეხბურთელის ყოლა გადავწყვიტე. ესენი ლობჟანიძე და დვალიშივლი არიან. რაც შეეხება სხვებს: როგორც გითხარით, ორ სქემაზე ვმუშაობთ, ერთ 3-4-3-ია. აბუ დაბის შეკრებაზე განსაკუთრებით ჯიმი ტაბიძე და გიორგი რეხვიაშვილი მომეწონა. სწორედ ისინი მოერგებიან ამ სქემას.”
“ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია B გეგმის არსებობა. გვაკლია სამი წამყვანი ფეხბურთელი და არა ორი: ეს დაუშვილსაც ეხება. გუნდშია გიორგი არაბიძე, რომელიც ახლა თუ არა, ლატვიასთან აუცილებლად იქნება. ჩვენი დანაკლისი იგივეა, რაც სერბეთს მიტროვიჩი და ტადიჩი რომ არ ჰყავდეს. თუმცა, გუნდი ვითარდება, რაც მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ვაისმა.