კაჭარავა: “ხუთი წუთი შოკში ვიყავი”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ნიკა კაჭარავამ, რომელმაც აღნიშნულ მატჩში გოლის გატანაც მოახერხა, Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“იმედია ასეთი თამაშებისგან გამოცდილებას დავაგროვებთ და შემდეგ შედეგიც მოვა.
დამეთანხმებით, რომ პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მეორე ტაიმი კი ნამდვილად არ იყო ასეთი. საბოლოოდ, მთლიანი თამაში კარგი გამოვიდა, შედეგს თუ არ ჩავთვლით.
ნამდვილად არ ვიცი, რატომ იყო ასეთი დიდი განსხვავება პირველსა და მაორე ტაიმს შორის. ალბათ მაინც გამოუცდელობის ბრალია.
პირველი გოლი? რა თქმა უნდა, ნაკრებში გატანილმა პირველმა გოლმა იმოქმედა ჩემზე, ხუთი წუთი შოკში ვიყავი. მერე კი დავლაგდი და ვიპოვე ჩემი თამაში,” – აცხადებს კაჭარავა.