ჯანლუიჯი ბუფონის 1 000 მატჩი ციფრებში
პარასკევს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში იტალია ალბანეთს დაუპირისპირდა.
ეს მატჩი განსაკუთრებული გამოდგა “სკუადრა აძურას” ლეგენდარული ფეხბურთელის, ჯანლუიჯი ბუფონისათვის, რომლისთვისაც ეს კარიერის მეათასე მატჩი იყო.
იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 168 მატჩს, “იუვენტუსის” რიგებში ნათამაშები 612 და “პარმაში” ჩატარებული 220 დაპირისპირება ემატება და შედეგად 1 000 თამაშს ვიღებთ.
168 – ბუფონისთვის ალბანეთთან გამართული მატჩი 168-ე შემთხვევა იყო, როდესაც მან “სკუადრა აძურის” კარი დაიცვა (რომელიმე სხვა იტალიელზე მეტჯერ).
614 – სერია ა-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, იტალიელი მეკარე მესამეა. ის მხოლოდ “ინტერის” ლეგენდას, ხავიერ ძანეტისა და “მილანის” გმირს პაულო მალდინის ჩამორჩება (647).
3 – მალდინისთან და ანდრეა პირლოსთან ერთად, ბუფონი ერთ-ერთია იმ სამ ფეხბურთელთაგან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ნათამაშები (103).
7 – ჯიჯის შვიდჯერ აქვს “სკუდეტო” მოგებული, მეტჯერ ვიდრე მისი პოზიციის ნებისმიერ სხვა მოთამაშეს.
17 – ბუფონს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 17 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მეტში, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეკარეს.
973 – გასული წლის იანვრიდან მარტამდე, ბუფონს გოლი 973 წუთის მანძილზე არ ჰქონდა გაშვებული ჩემპიონატში – ეს სერია ა-ს უდიდესი მშრალი სერიაა.
23 – კარიერის მანძილზე ბუფონმა 23 პენალტის მოგერიება მოახერხა.
425 – ბოლო 999 მატჩიდან, ბუფონმა კარის მშრალად შენახვა 425-ში მოახერხა.
828 – კარიერის მანძილზე ბუფონს 828 გოლი აქვს გაშვებული, საშუალოდ 0.83 გოლი თითო თამაშში, რაც ნამდვილად საუცხოო შედეგია.