უნდა დატოვოს თუ არა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი?
სერბეთის ნაკრებთან გუშინ გამართული მატჩის (1:3) შემდეგ გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს. ამ პოზიციას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდგენი. ერთნი ფიქრობენ, რომ ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხისმგებლობა სლოვაკმა სპეციალისტმა უნდა აიღოს, მეორენი კი თვლიან, რომ ვაისი მთავარი “დამნაშავე” არ არის. მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში და დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია — უნდა დატოვოს თუ არა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი?