დრამა მესხზე: საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისლანდიასთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
დღეს მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და ისლანდიის 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩში ანგარიშის გახსნა არნორ რაგნარსონმა მე-15 წუთზე მოახერხა. ორ წუთში ლუკა ზარანდიამ უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლის გატანა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. ოთხ წუთში კი ისლანდეიელმა დუბლი შეასრულა და სტუმრები ისევ წინ გაიყვანა. 30-ე წუთზე ჩვენებმა კვლავ შეძლეს გატანა: ამჟამად ირაკლი ბიძინაშვილი გამოირჩა.
მეორე ნახევარში მაყურებელმა ორი გოლი იხილა, სამწუხაროდ, ორივე ისლანდიელებისგან. ჯერ 51-ე წუთზე ალფონს სამპსტედმა წინ გაიყვანა სტუმრები, ხოლო 69-ე წუთზე აქსელ ანდერსონმა საერთოდ ორ ბურთიანი გახადა სხვაობა.
თუმცა, 89-ე წუთზე ქართველთაგან იმნაძე გამოირჩა. ხოლო, სულ მალე ზარიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ამ საოცარ მატჩში ბოლო წერტილი დასვა.
საბოლოოდ, ეს მატჩი, ანაგრიშით, 4-4 დასრულდა.