“ელ კლასიკოს” ხესუს გილ მანსანო განსჯის
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, 23 აპრილს, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართ დაპირისპირებას ხესუს გილ მანსანო განსჯის.
33 წლის სპეციალისტი ლა ლიგაში 2012 წლიდან მუშაობს, ფიფას მწვრთნელთა გუნდს კი ორი წლის წინ შეუერთდა, რის შემდეგაც პირველ კლასიკოშიც იმსაჯა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (კოპა დელ რეის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა) მანსანომ სამ ფეხბურთელს დაატოვებინა მოედანი.
ამასთანავე, მანსანო “ვილიარეალის” ფანების მეირ “ქურდადაც” კი იქნა შერაცხული მას შემდეგ, რაც “რეალს” გამარჯვების მომტანი 11-მეტრიანი აჩუქა (3-2).
თუმცა ფაქტია, რომ ესპანური ფეხბურთის ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს და სწორედ ის განსჯის ამ ერთობ მნიშვნელოვან მატჩს.